12 სექტემბერი, 2016

ხმა მიეცით ქართველ მუსიკოსს

zaza12ბოლო პერიოდში ქართველი ხელოვანები სხვადასხვა ქვეყნის პრესტიჟულ კონკურსებში მონაწილეობენ და წარმატებებსაც აღწევენ.

გამონაკლისი არც ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსი ზაზა დობორჯგინიძეა, რომელიც გიტარისტების საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობს.

ინფორმაცია ზაზასთან დაკავშირებით, “ბრავო რექორდსის” ხელმძღვანელმა ზაზა შენგელიამ გაავრცელა და საზოგადოებას ქართველი მუსიკოსის მხარდაჭერა სთხოვა.

ზაზა შენგელია:

“მეგობრებო, მინდა ყველას ძალიან გთხოვოთ, შეხვიდეთ აი ამ ლინკზე  http://flyingfingers.ibanez.com/2016/?s=Zaza+Doborjginidze და ხმა მისცეთ უნიჭიერეს ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსს, რომელიც გიტარისტების ძალიან პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსში Flying Fingers მონაწილეობს.

მართლა ვირტუოზულად უკრავს და, ვფიქრობ, კონკურსზე ერთ-ერთ საპატიო ადგილს იმსახურებს.”