30 სექტემბერი, 2016

“კატეგორიულად მოვითხოვთ, მომხდარი აღარ განმეორდეს მომავალში!”

davit-mgeამ განცხადების ავტორი ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით მღებრიშვილია.

რეჟისორი თეატრის სახელით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

“ჩემი და ფოთის თეატრით სახელით მინდა ერთი განცხადება გავაკეთო!

გუშინ, 134-ე სეზონის გახსნის წინ, რამოდენიმე საათით ადრე შევიტყვეთ, რომ ჩვენი სპექტაკლის აფიშები, რომელიც ფოთის სხვადასხვა უბანში იყო გაკრული, გამოყენებული იყო, სავარაუდოდ, პოლიტიკური ოპონენტის დისკრედიტაციის მიზნით!

პირადად მე და ჩვენი თეატრის უკლებლივ ყველა თანამშრომელი კატეგორიულად გმობს ამგვარ ბინძურ ქმედებას! კატეგორიულად მოვითხოვთ, მომხდარი აღარ განმეორდეს მომავალში!

თეატრი აპოლიტიკური ორგანიზაციაა და არ ჩაერთვება არანაირ პოლიტიკურ, თუ ვინმეს პირადულ ინსინუაციებში! წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიტოვებთ უფლებას მივმართოთ შესაბამის ორგანოებს!”