Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ისე გიკვირთ გახშირებული მკვლელობები, თითქოს არ იცოდეთ ვინ ვართ…”

6 სექტემბერი, 2016

1sofia-kilasoniaხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონია ქვეყანაში ბოლო დროს გახშირებულ მკვლელობებს ეხმაურება და მიაჩნია, რომ კრიმინალი ვაკეში კი არ მომრავლდა, არამედ განახლდა.

სოფო კილასონია:

“ისე გიკვირთ გახშირებული მკვლელობები, თითქოს არ იცოდეთ ვინ ვართ. როგორები ვართ.
რა საჭიროა თავის მოჩვენება, ვითომ სხვა ხალხი ვიყოთ. არა, ჩვენ ვართ ხალხი, რომელზეც თუ არ ძალადობენ, იქით ძალადობს. ისვრის, კლავს.

სიმშვიდე რომელიც აქამდე გვქონდა, მხოლოდ იმიტომ გვქონდა, რომ დაგვაძალეს კანონმორჩილება და ვინც უარზე იყო სადღაც გამოკეტეს.

რაო, არ იცოდით? არც განათლების სტრატეგია და პროგრამები, არც კულტურის სტრატეგიული პროგრამები და პროცესები საზოგადოების ფასეულობათა სისტემის შეცვლაზე ორიენტირებული არ არის.

სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, კარგად ვიცნობ არა მხოლოდ კულტურის პოლიტიკა-სტრატეგიას რეგიონსა თუ დედაქალაქში, ასევე სკოლის სისტემას. ჰოდა, კრიმინალი ვაკეში კი არ მომრავლდა, არამედ განახლდა. გაცოცხლდა ის, რაც ძალით მივაძინეთ.

არც ღამ-ღამობით წყნეთის კუთხე-კუნჭულებიდან ჩემამდე მოსული, პატარა ბავშვების ქუჩის გარჩევების ხმები და ტექსტები მაოცებს. ძალადობის ენა და ტაქტიკა თაობიდან თაობაზე, მგონი, სისხლით გადადის. ეს სისხლი და გარემო სხვას არაფერს გადასცემს.

ჩვენ ასეთები ვართ. მთავრობიან-რიგითებიანად. და ვიდრე ე.წ. ზოგადი სურათის ხედვას და ანალიზს არ დავიწყებთ და ყველა ბერკეტით, კომპლექსურად არ დავიწყებთ თვითმკურნალობას, არაფერი შეიცვლება სინამდვილეში.

ჩვენ ვართ პერსპექტივისგან და პრინციპებისგან დაცლილი პატარა ბიჭები, ისტერიკისგან ქუჩაში დავრბივართ იარაღით ხელში და ყურადღების მისაქცევად ვისვრით.”