მომღერალი ინდირა ჯგერნაია, რომელიც ფართო საზოგადოებამ სხვადასხვა მუსიკალური შოუებიდან გაიცნო, დედა გახდა.
ახალგაზრდა ხელოვანმა ეს ბედნიერება პირველად შეიგრძნო. მისი პატარა ქუთაისში, მესამე სამშობიაროში დაიბადა. დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს.
სასიხარულო ინფორმაცია ახალბედა დედიკომ თავად გაავრცელა:
“დაიბადა ჩემი ბიჭი ანდრია… 54 სმ, 3,700.
მადლობა ჩემს ექიმებს ზურაბ უგრეხელიძეს და ნინო დოღონაძეს… ჩემი სიგიჟე გმირულად აიტანეს.”