Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“დედებო! ნუ დააგვიანებთ თქვენი პატარა შვილებისათვის ამ სიტყვების თქმას…”

21 სექტემბერი, 2016

naira-gelashvili1მწერალი ნაირა გელაშვილი დედებს მიმართავს და სთხოვს, აქტიურად ჩაერთონ თავიანთი პატარების სწორად აღზრდაში.

დღეს, როცა ძიძების ინსტიტუტი საქართველოში ასეთი პოპულარულია, დედებს განსაკუთრებული ყურადღება მართებთ შვილებთან მიმართებაში.

ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რჩევას მათ ნაირა გელაშვილი აძლევს:

“დედებო! ნუ დააგვიანებთ თქვენი პატარა შვილებისათვის ამ სიტყვების თქმას: „ცოდოა!”, „სტკივა!“ – როცა ისინი პეპელას ფრთებს აძრობენ, ჩიტს ქვას უმიზნებენ, ან ფეხით სრესენ უმწეო ყვავილს.

ერთ პოეტს უთქვამს, სათნოება მცენარესთან მიმართებით იწყებაო. ამ ერთი შეხედვით უწყინარ, ბავშვურ სისასტიკეს დროზე უნდა ალაგმვა, რათა შემდეგში იგი სამყაროს მიმართ დაუნდობლობად არ ჩამოყალიბდეს და ჩვენსავე წინააღმდეგ არ შემოიქცეს.”

“…ცხოველები და მცენარეები ჩვენი უმცროსი დები და ძმები არიან… ზნესრულმა ადამიანმა თავისი გული და სული, ზრუნვა და ფიქრი მთელ სამყაროს, ყოველ ცოცხალ არსებას უნდა გაუნაწილოს: ყველაფერი ცოცხალია: ვარსკვლავიცა და მცენარეც, მათაც სტკივათ, როცა კლავენ და ამტვრევენ, ეს ცოცხალი არსებები, ჩვენგან ელიან შველას და დახმარებას და დახმარება და მოვლა უნდა შევძლოთ, უნდა გავუგოთ მათ, უნდა ვიცოდეთ ისინი, უნდა შევისწავლოთ. სამყაროთი აღტაცება, მისდამი მოწიწება, მისი სიყვარული უნდა იყოს მისი შესწავლის წინაპირობა, მან უნდა მომანდომებინოს მისი შემეცნება.”