25 სექტემბერი, 2016

“დაგვეხმარეთ!” – ანიტა რაჭველიშვილის მიმართვა პარიზიდან

anitaსაოპერო მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი მეუღლესთან, ოთო მაისურაძესთან ერთად საფრანგეთში იმყოფება. ანიტას ახალი საოპერო სეზონი საკმაოდ დატვირთულია, თუმცა მეცო-სოპრანო იმ პრობლემაზე დარდობს, რომელიც საქართველოში დღეისათვის ყველაზე სასწრაფოდ არის გადასაწყვეტი.

ანიტა რაჭველიშვილი:

“ჩვენ პარიზშიც კი დავიარებით გამწვანების მაისურებით!

იცით, რა მაინტერესებს სულ? კარგი, რიგით მოქალაქეებს არ აღელვებთ საერთოდ ჩვენი ქვეყნის ეკოლოგია და, ნუ, აი, როგორმე ჩავრთავთ! მაგრამ ჩვენს ესტრადის, თეატრის, ოპერის, კინოს, ტელევიზიის და ასე შემდეგ ვარსკვლავებს რომ ვერსად ვერ ვხედავ?! სათაკილოა ეკოლოგიაზე თქვენთვის საუბარი, თუ იგივე ჰაერს არ სუნთქვთ თქვენც, ჩემო კარგებო?!
კარგი იქნებოდა დღეში ერთი პოსტი გაიმეტოთ ამ თემისთვის! დამიჯერეთ, კარგ საქმეს გააკეთებდით!

დაგვეხმარეთ საზოგადოებაში ეკოლოგიისადმი განათლებისა და ცნობიერების ამაღლებაში! ეს თითოეული ჩვენთაგანის პრობლემაა! მაინც და მაინც ოდორანტი უნდა დავამატოთ იმ საშინელ ჰაერს, რაც თბილისშია, რომ მიხვდეთ რა მძიმე მდგომარეობაა?!

ძალიან გულდასაწყვეტია თქვენი ასეთი პასიურობა, ნუ, რამოდენიმეს გამოკლებით!
აბა ველით!”