ბევრი სიურპრიზი პანტომიმის თეატრისგან

pantomimis-teatris-ufaso-speqtaklebi116 სექტემბერს პანტომიმის თეატრი ახალ – 52-ე თეატრალურ სეზონს გახსნის.

– პრემიერები და ბევრი სიურპრიზი ჩვენს ერთგულ მაყურებელს! – აცხადებენ პანტომიმის თეატრში და მონატრებულ აუდიტორიასთან შესახვედრად განსაკუთრებულად ემზადებიან.

16 სექტემბერს მიმები მაყურებელს ამირან შალიკაშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლს “კიდევაც დაიზრდებიან” შესთავაზებენ.

უკვე რეპერტუარში არსებული კარგად ცნობილი სპექტაკლების გარდა, ახალ სეზონზე მაყურებელს, რა თქმა უნდა, პრემიერებიც ელოდება. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც შემოქმედებითმა ჯგუფმა უკვე გააჟღერა შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანია”, რომელსაც მაესტრო ამირან შალიკაშვილი დგამს.

ამ სეზონზე პანტომიმის თეატრი უცხოეთშიც გაემგზავრება. თეატრის დასი გასტროლს მაკედონიაში გეგმავს.