4 სექტემბერი, 2016

ბათუმობის სამარცხვინო დასასრული

batum1საქართველოს ერთ-ერთ გამორჩეულ და ულამაზეს ქალაქ ბათუმში სახალხო დღესასწაული “ბათუმობა 2016” გაიმართა, რომელიც სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებით იყო დატვირთული.

ქალაქი “ბათუმობის” დღესასწაულისთვის განსაკუთრებულად მოირთო. ყველაზე შთამბეჭდავი ცაში გამოკიდული ქოლგები იყო.

წვიმამ და ქარმა ქოლგები ძირს ჩამოყარა, დანებით შეიარაღებული ადამიანები კი შეესივნენ, ქოლგები მოგლიჯეს და სახლებში წაიღეს.

ინფორმაციას ზურა აბაშიძე ავრცელებს:

“დილით ადრე მოვედი სამსახურში. წვიმას და ქარს ასფალტზე ჩამოეყარა ქოლგები და ხალხი შესეოდა. ვიფიქრე, ისევ თოკზე უნდა ჩამოკიდონ და გული ამიჩუყდა, მარა როგორც აღმოჩნდა, ყველა თავისთვის ეჯაჯგურებოდა.

თითქმის ნახევარი ქუჩა ქოლგები გაზიდეს, ხალათებით და სარაფნებით გამოეფინენ ქალები, იღლიაში დანებით და ყველას მიჰქონდა თავისი წილი 2-3 ქოლგა.

გილოცავთ ბათუმობას!”

batumob1

batumoba1