ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალის დახურვის საზეიმო ცერემონია გაიმართა. საერთაშორისო ჟიურიმ პრიზები სამ საკონკურსო სექციაში გასცა.
დაჯილდოვდნენ ფესტივალში მონაწილეები ნომინაციებში საერთაშორისო მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმები.
BIAFF-ის საერთაშორისო კონკურსის სექციის ხუთკაციანმა ჟიურიმ – დიტო ცინცაძე, საქართველო (ჟიურის თავჯდომარე), მაჰტაბ კერამატი (ირანი), ირინა გორდიჩუკი (უკრაინა), ლიზა ანტონოვა (რუსეთი), გულნარა აბიკიევა (ყაზახეთი) შემდეგი პრიზები გასცა:
გრანპრი – „ზოოლოგია“, ივან ტვერდოვსკი, რუსეთი/ საფრანგეთი/ გერმანია, 2016; 87 წთ.
საუკეთესო რეჟისურა – “უღმერთო”, რალიცა პეტროვა, ბულგარეთი/დანია/საფრანგეთი, 2016; 99 წთ.
საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – ფარჰად ასლანი, ფილმში „ქალიშვილი“, რეზა მირკარიმი, ირანი, 2016; 103 წთ.
საუკეთესო მსახიობი ქალი – ნატალია პავლენკოვა ფილმში „ზოოლოგია“, ივან ტვერდოვსკი, რუსეთი/ საფრანგეთი/ გერმანია, 2016
ჟიურის სპეციალური პრიზი
„სიყვარულის შეერთებული შტატები“, ტომაშ ვასილევსკი, პოლონეთი/შვედეთი, 2016; 104 წთ.
“რაუფი”, სონერ კარენი/ბარის კაია, თურქეთი, 2016; 94 წთ.
BIAFF-ის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კონკურსის სექციის ხუთკაციანმა ჟიურიმ – მარინა რაზბეშკინა (რუსეთი (ჟიურის თავჯდომარე), ელჰუმ შეიკრიფარი (დიდი ბრიტანეთი), ნარგიზ ბაგირზადე (აზერბაიჯანი), ოლეს იანჩუკ (უკრაინა), გივი ბესიკ ოდიშარია, საქართველო, გამოვლინა გამორჯვებული ფილმები:
საუკეთესო დოკუმენტური ფილმი – „კინომოგზაურები”, შირლი აბრაფამი/ამით მანდეშია, ინდოეთი, 2016; 96 წთ.
ჟიურის სპეციალური პრიზი – „ნათესავები“, ვიტალი მანსკი, გერმანია/ლატვია/ესტონეთი/უკრაინა, 2016; 112 წთ.
BIAFF-ის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციის ხუთკაციანმა ჟიურიმ – ზაზა ხალვაში, საქართველო (ჟიურის თავჯდომარე), იულია სინკევიჩი (უკრაინა), დავით მურადიანი (სომხეთი), დილარა ტასბულატოვა (რუსეთი), ზურაბ სტურუა (საქართველო)გასცა შემდეგი პრიზები:
საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი – „ლეთა“, დეა კულუმბეგაშვილი, საქართველო, 2016; 15 წთ.
ჟიურის დიპლომი (სპეციალური მოხსენიება) – გადაეცა ორ ფილმს:
„დაკარგული მიწა“, ჰავრაზ მოჰამედი, ერაყი, 2016; 10 წთ.
“როცა ზარების ხმა გესმის”, ჩაბნეიმ ზარიაბი, საფრანგეთი/ტუნისი, 2015; 25 წთ.
BIAFF მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციაში ასევე გაიცა შემდეგი პრიზები:
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის პრიზი გადაეცა ფილმს – “დაკარგული სოფელი”, გიორგი თოდრია, საქართველო/ესპანეთი, 2016
ანიმაციის საერთაშორისო ფესტივალის “თოფუზის” პრიზი ფილმს – “სტუმარი”, ნინო შაბურიშვილი, საქართველო/საფრანგეთი, 2016
BIAFF-ის პრიზი კინოხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის გადაეცათ:
ვადიმ აბდრაშიტოვი (რუსეთი)
ბერდია ინწკირველი (საქართველო)
BIAFF კინოფესტივალის განვითარებისთვის პრიზი გადაეცა – ანჟეი სლოვიცკის.
BIAFF-ის ინდუსტრიული პლატფორმის “ალტერნატიული ტალღის” ფარგლებში, რომელშიც მონაწილეობდა 9 ქართული კინოპროექტი, პრიზი (კინოააპარატურის არენდის სერვისის ვაუჩერი) გადაეცა შემდეგ კინოპროექტს:
“ინგა” – რეჟისორი გიორგი გოგიჩაიშვილი, სცენრის ავტორები – ზაზა კოშკაძე/მერი ბექაური/დავით აბრამიშვილი, პროდუსერი – გეგა ხმალაძე
დაჯილდოების ცერემონიის დასკვნით ნაწილში გაიმართა დონ ჩედლის ფილმის “წინ მაილს” (აშშ, 2016) ჩვენება.
კინოფესტივალის სპონსორები – საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, სასტუმრო „Divan Suites Batumi“, “ასკანელი ძმები”
კინოფესტივალის მხარდამჭერები – კინოთეატრი „აპოლო“, “ბრიტანეთის საბჭოები”, პოლონეთის აუდიო-ვიზუალური ფონდი, “ანბანის კოშკი”, “ტერასა ასკანელი”, სასტუმროთა ქსელი „რჩეული“, სასტუმრო “ბათუმი პლაზა”, სასტუმრო “ადმირალი”, კინოთეატრი “რუსთაველი”, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი, ფესტივალი Tbilisi Open Air, HQ პროპაგანდა , ტურკომპანია “Wonderland”
კინოფესტივალის მედია პარტნიორები – რადიო ფორტუნა, აჭარის ტელევიზია, Film New Europe (www.filmneweurope.com), ონლაინ საინფორმაციო სააგენტოები newswire.ge, ფაბლისითი ჯგუფი (www.publicity.ge), გაზეთი “ბათუმლები”, netgazeti.ge
კინოფესტივალის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჩვენი ვებ-გვერდის და სოც. მედიის საიტებიდან – http://www.biaff.org www.facebook.com/biaffbatumi
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით – info@biaff.org, პრეს-აკრედიტაციის მსურველებს შეუძლიათ მოგვმართონ – press@biaff.org; ტელ: 599-482181б 597-998272