17 სექტემბერი, 2016

ახალი ინიციატივა სესილია თაყაიშვილთან დაკავშირებით

sesilia12მსახიობი სესილია თაყაიშვილი ფილმში “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი” შესრულებულმა ოლღა ბებიას როლმა მთელი საქართველოს ბებიად აქცია.

17 სექტემბერი სესილია თაყაიშვილის დაბადების დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ახალი ინიციატივა გაჟღერდა, რაც 17 სექტემბრის ბებიების დღედ გამოცხადებას ითვალისწინებს.

ინიციატივის ავტორი გელა კურტანიძეა. ინფორმაცია კი ჯამბულ გამცემლიძემ გაავრცელა:

“საქართველოს ბ ე ბ ი ა… ჩემმა მეგობარმა გელა კურტანიძემ დაწერა, დღევანდელი დღე ბებიების დღედ გამოცხადდესო, ვუერთდები… ნათელი მის სულს…”