3 სექტემბერი, 2016

“ყველა, ვინც თუნდაც ირიბად დამიწყებს რუსული პოლიტიკის გამართლებას…!”

temo-sajaiaaa1ამბობენ, პოლიტიკა კულტურაში არ უნდა ერეოდესო, მაგრამ ეს შეუძლებელია. დღეს პოლიტიკოსების გარდა, პოლიტიკით არის დაინტერესებული ყველა – ექიმი, მომღერალი, მსახიობი, მასწავლებელი, ქალი, კაცი თუ ბავშვი.

გამონაკლისი არც ახალგაზრდა მომღერალი თემო საჯაიაა, რომელიც რუსეთის შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

“მე ძალიან მიყვარს რუსული კულტურა, მეტსაც გეტყვით, ვგიჟდები მათ ლიტერატურაზე და პოეზიაზე, ვგიჟდები პუშკინზე, ლერმონტოვზე, ტურგენევზე, ტოლსტოიზე, დოსტოევსკიზე, ბულგაკოვზე, გოგოლზე, ესენინზე, ბლოკზე, ახმადულინაზე, ახმადოვაზე, პასტერნაკზე, ვისოცკიზე და ა.შ.

მუსიკაც მიყვარს მათი (კლასიკურ მუსიკას ვგულისხმობ) ფერწერა და საერთოდ მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი უდიდესი საგანძურია რუსული კულტურა კაცობრიობის საგანძურთა შორის (იმის მიუხედავად, რომ ჩვენ 200 წელია ვეომებით რუსეთს, როგორც დამპყრობელს, მაგრამ შენი მტრის სიძლიერის აღიარებაც დიდი საქმეა, ისე მთელ მსოფლიოს ორჯერ ჰქონდა უსასტიკესი ომი გერმანიასთან, მაგრამ არავის შესძულებია ამის გამო გოეთე ან თომას მანი) მაგრამ მე ჩემი ქვეყანა უფრო მიყვარს, ამიტომ ყველა, ვინც თუნდაც ირიბად დამიწყებს რუსული პოლიტიკის ან გამართლებას, ან თავზე მოხვევას, ის ან შეცდომაში შეყვანილი “გზა აბნეული კრავია”, ან სულელია, ან უბრალოდ მტერი!!!

გაუმარჯოს დოსტოევსკის, ტოლსტოის, პუშკინს, მაგრამ პირველ რიგში, გაუმარჯოს ერთიან, დამოუკიდებელ საქართველოს!!!”