30 სექტემბერი, 2016

“ყველაზე მაგარ ,,სტაფს” დედა უტირეს ამ უნითო, განუვითარებელმა ძუძუმწოვრებმა!”

manana-doiამ განცხადებას დრამატურგი მანანა დოიაშვილი ავრცელებს, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალის “თბილისი 2015”-ის სამზადისში:

“დღეს ისევ უარი თქვა ქალაქის მერიამ ოლიმპიური კომიტეტის “თბილისი 2015” კუთვნილ ხელფასების ჩარიცხვაზე!

ერთი წლის თავზე – აგვისტოში სასამართლო მოიგო “თბილისი 2015″-მა. კიდევ ერთი იგნორი სასამართლოს და უამრავი ადამიანის აბუჩად აგდება, ადამიანებისა, რომელთაც 2 წელი – 24-საათიან რეჟიმში უწევდათ მუშაობა! რომელთაც საუკეთესოდ წარმოაჩინეს ქვეყანა! ეს იყო ერთადერთი წარმატებული გრანდიოზული ღონისძიება ამ მთავრობის დროს და სწორედ ამ მთავრობამ დასცინა და ფეხქვეშ გათელა მათი კანონიერი უფლება!

დაელოდეთ კიდევ რამდენი ათასი ადამიანი აღარ შემოხაზავს 41-ს!!! ყველაზე მაგარ ,,სტაფს” დედა უტირეს ამ უნითო, განუვითარებელმა ძუძუმწოვრებმა!”