29 სექტემბერი, 2016

ქართველი სოპრანოს წარმატება საერთაშორისო მუსიკალურ ტელეკონკურსში

marikaზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის წამყვანმა სოლისტმა, ახალგაზრდა სოპრანომ მარიკა მაჩიტიძემ წარმატებით გადალახა შესარჩევი ტურები ცნობილ მუსიკალურ ტელეკონკურსში „დიდი ოპერა“. (“Большая Опера”)

სამწუხაროდ, მარიკამ თავდაპირველ შესარჩევ კონკურსზე ჩასვლა ვერ მოახერხა და მხოლოდ ვიდეოჩანაწერი გაგზავნა, თუმცა ჟიურის მოხიბვლა მაინც შეძლო და ქართველმა სოპრანომ შემდეგ ტურებში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

მუსიკალური ტელეკონკურსი “დიდი ოპერა” ოქტომბრიდან გავა რუსულ ტელეკომპანია „კულტურა“-ს ეთერში.

მარიკა მაჩიტიძე უკვე მესამე გადაცემაში მონაწილეობს და გადაცემის სატელევიზიო ჩვენება 8 ოქტომბრიდან დაიწყება.