16 სექტემბერი, 2016

ქართველი მწერალი იტალიის პრესტიჟულ პრემიაზე

ruska-jorjoliani1ქართული მწერლობა სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება მსოფლიოში. ამის დასტურია ქართული ლიტერატურული ნაწარმოებების თარგმანები სხვადასხვა ენებზე, რომელიც უცხოელი მკითხველის ინტერესის ობიექტივში ხვდება.

საბედნიეროდ, ქართველი მწერლები მსოფლიოს არაერთ პრესტიჟულ პრემიაზე ხვდებიან. გამონაკლისი არც რუსკა ჟორჟოლიანია. მისი რომანი “შენი აქ ყოფნა, როგორც ქალაქი” იტალიაში პრემია “Hermann Geiger”-ის ფინალისტთა შორისაა.

ინფორმაციას ამის შესახებ ავრცელებს საქართველოს საელჩო იტალიაში:

“რუსკა ჟორჟოლიანის რომანი “შენი აქ ყოფნა, როგორც ქალაქი” – “La tua presenza è come una città” პრესტიჟული პრემიის “Hermann Geiger”-ის ფინალისტთა შორისაა.

გამარჯვებულის ვინაობას, რამდენიმე დღეში გავიგებთ. რუსკას ლიტერატურულ დებიუტს არაერთი სტატია, რეცენზია თუ სიუჟეტი მიეძღვნა.

საქართველოს საელჩო გულითადად ულოცავს რუსკას მორიგ აღიარებას და კიდევ მრავალ წარმატებას და აღმავლობას უსურვებს ლიტერატურის დარგში!”