14 სექტემბერი, 2016

“უთავმოყვარეობა სჭირს ერს!”

jaba111თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ჯაბა სიხარულიძე თბილისში რუსი მომღერლის ელენა ვაენგას კონცერტს აპროტესტებს.

ჯაბას გაღიზიანება იმან გამოიწვია, რომ კომაში მყოფი ჯაბა ბოჯგუას დასახმარებლად დაგეგმილ კონცერტზე 20 ლარიანი ბილეთებიდან მხოლოდ რამდენიმე გაიყიდა, ელენა ვაენგას კონცერტზე კი 50-150 ლარიანი ბილეთებით დარბაზი ივსება.

ჯაბა სიხარულიძე:

“რაზე მელაპარაკებით, როცა ამ ქალის კონცერტზეც კი ივსება დარბაზი და თან 50-150 ლარიანი ბილეთებით!

უთავმოყვარეობა სჭირს ერს!

ამაზე მეტი ბილეთი იყიდება, თან ამ ფასად!!!!!! მაშინ, როცა ჯაბა ბოჯგუას მხარდასაჭერ კონცერტზე 20 ლარიანი ბილეთები დაიდო და 10 გაიყიდა სულ, კონცერტი გაუქმდა. მერიამ დააფინანსა დარბაზი, ხმა, განათება… ორგანიზატორებმა ვერ გაქაჩეს პიარი ალბათ, მართლა ორი კინკილა ბილეთი გაიყიდა და ამის გამო გაუქმდა, მერე თანხაც დამიბრუნეს…

უამრავ საინტერესო კონცერტზე მაქსიმუმ 50 ლარიან ბილეთებზე დარბაზები ვერ ივსება! სირცხვილია რა!!!”