1 სექტემბერი, 2016

სუხიშვილების უარი ყირიმის კონცერტებზე

1suxishvilebiანსამბლი სუხიშვილები ყოველთვის დიდი სიამოვნებით ჩადის იმ ქვეყნების ქალაქებში, სადაც მათ ერთგულ მაყურებელთა მთელი არმია ჰყავს. გამონაკლისი არც ყირიმია. ქართველი მოცეკვავეები წელსაც მიიწვიეს კონცერტებით სევასტოპოლსა და სიმფეროპოლში, თუმცა მათ კონცერტების გამართვაზე უარი განაცხადეს.

ინფორმაცია ამის შესახებ “სუხიშვილების” ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა:

“დღეს დაგვიკავშირდნენ ყირიმიდან. კონცერტები უნდათ სევასტოპოლში და სიმფეროპოლში. 2007 წლიდან 2014 წლამდე ყოველ წელს ვმართავდით ყირიმში კონცერტებს. ამჯერად შემოთავაზებაზე მარტივად ვუპასუხეთ: “სუხიშვილები” უარს ვამბობთ რუსეთში და, მით უფრო, რუსეთის მიერ ანექსირებულ რეგიონებში გასტროლებზე! Слава Украине! Героям слава!”