14 სექტემბერი, 2016

“თუ ვინმეს დახმარება შეუძლია, კარგი იქნება”

tedo-beqauri1ყველას კარგად ახსოვს გიორგი ოვაშვილის გახმაურებული ფილმის “გაღმა ნაპირი” მთავარი გმირი თედო ბექაურის შესრულებით.

თედო დღეს უკვე 20 წლისაა და თეატრალურში აპირებს სწავლას. მას ეპიზოდურ როლებში კი იღებენ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. თედოს კარიერული დახმარება ესაჭიროება.

ინფორმაციას თედოს შესახებ დიპლომატი მამუკა კუდავა ავრცელებს:

“დღეს თედო ვნახე, გიორგი ოვაშვილის ცნობილი ფილმის „გაღმა ნაპირი“ დაუვიწყარი გმირი.

4 წლის წინ პარიზში ჩავიყვანეთ ერთი ღვთისნიერი სინეფილი ფრანგი ქალბატონის დახმარებით, რომელზეც თედოს პერსონაჟმა დიდი ემოციები გამოიწვია – ტირილისგან ვერ ვჩერდებოდიო და საერთო მეგობრები მოძებნა, რომ დამკავშირებოდა. მან საკუთარი სახსრებით თედოს თვალის ოპერაცია გაუკეთა. ჩემთან ცხოვრობდა მაშინ თედო, მას მერე არ მინახავს.

20 წლისაა და დაკაცებულა, თეატრალურში აპირებს სწავლას. ეპიზოდურ როლებში იღებენ ხოლმე, მაგრამ თუ ვინმეს კარიერული დახმარება შეუძლია, კარგი იქნება.”

tedo111