26 სექტემბერი, 2016

ზვიად ბოლქვაძე დააწინაურეს

zviad-bolqკომპოზიტორი ზვიად ბოლქვაძე თავისი შემოქმედებით გულგრილს არავის ტოვებს. ბათუმელი ხელოვანი არასდროს უშინდება სიახლეებს, ამიტომაც ახალ გამოწვევასაც დიდი შემართებით შეხვდა.

ზვიად ბოლქვაძის ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეა. ამის შესახებ ინფორმაცია მაესტრო ნიკოლოზ რაჭველმა გაავრცელა:

“მე ძალიან, ძალიან მიყვარს ზვიად ბოლქვაძე!!! ერთობლივი გეგმებიც დავისახეთ და ღვთის წყალობით იმედი მაქვს, რომ გამოგვივა…

P.S. აქვე ვულოცავ აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელის სამხატვრო ხელმძღვანელობას და თავად გუნდსაც ვულოცავ ასეთ ახალ ხელმძღვანელს! ზვიადი ისეთივე ისტორიული ქართველია, როგორც სოსო კეჭაყმაძე, შალვა მოსიძე… უბრალოდ მეტი დრო არის ალბათ საჭირო “მეცნიერულად” რომ აღიაროს ეს მუსიკალურმა სამყარომ, თორემ ქართული და არამხოლოდ ქართული საზოგადოება მის მნიშვნელობას ხვდება კიდევაც და უსაზღვროდაც აფასებს! მათ შორის ვარ მეც, მისი გულშემატკივარი!
წარმატებები ზვიადს!”