8 სექტემბერი, 2016

“დარისპანის გასაჭირში” მთავარ როლს თურქი მსახიობი ითამაშებს

turqi-msaxiobi-darispanis-rolshi1დავით კლდიაშვილის “დარისპანის გასაჭირი” ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის სახელმწიფო აზერბაიჯანულ პროფესიულ დრამატულ თეატრში იდგმება. სპექტაკლს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვარლამ ნიკოლაძე დგამს და დარისპანის როლზე თურქი მსახიობი ჰყავს მიწვეული.

ქალაქ ტრაპზონის სამხატვრო თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი ნეჯატი ზენგინი, 10 სექტემბერს, თბილისში ჩამოვა. თურქი მსახიობი, საქართველოს დედაქალაქს ქართველი კოლეგის, ვარლამ ნიკოლაძის მოწვევით ესტუმრება და თბილისის აზერბაიჯანული თეატრის დასთან ერთად, სპექტაკლში “დარისპანის გასაჭირი”, დარისპანის როლს თურქულ ენაზე ითამაშებს.

თურქ არტისტს, პარტნიორობას გაუწევს ცნობილი ქართველი მსახიობი ლაურა რეხვიაშვილი, რომელიც მართას როლს შეასრულებს.

ნეჯატი ზენგინის თბილისში ჩამოსვლას თურქეთის რესპუბლიკის საელჩო უზრუნველყოფს.