30 სექტემბერი, 2016

დავეხმაროთ რეჟისორს ექვთიმე თაყაიშვილზე ფილმის დასრულებაში

eqvtime_takaishvili2ახალგაზრდა რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე ქართული საგანძურის გადამრჩენელზე – ექვთიმე თაყაიშვილზე მხატვრულ ფილმს იღებს.

ფილმში ექვთიმე თაყაიშვილის როლს რეზო ჩხიკვიშვილი ასრულებს. შემოქმედებით ჯგუფს პრობლემები არაერთხელ შეექმნა. ძირითადად ეს ფინანსური პრობლემებია.

“ექვთიმეს”-ს შემქმნელები სპეციალურ ვიდეომიმართვას ავრცელებენ და საზოგადოებას მხარდაჭერას სთხოვენ:

“ექვთიმე”-ს მხატვრული ფილმის 80 წუთი საკუთარი სახსრებითა და პატრიოტი ადამიანების ქველმოქმედებით უკვე გადაღებული გვაქვს. დაგვრჩა კიდევ 40 წუთი რისთვისაც გვჭირდება 200.000 ლარი, რომ დავასრულოთ ფილმი.

გთხოვთ, გაეცნოთ ჩვენს ვიდეომიმართვას, რომელშიც ფილმის სცენების ნაწყვეტებსაც იხილავთ. გახდით თქვენც “ქველმოქმედი შემოქმედი” და ექვთიმე თაყაიშვილის მხარდამჭერი და ერთად გავაცოცხლოთ ამ უდიდესი ქართველის ცხოვრება და უნიკალური ისტორია.”