Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“შეცდომაა – აფხაზეთი დავკარგეთ! სწორია – აფხაზეთი წაგვართვეს!”

27 სექტემბერი, 2016

1goga427 სექტემბერი უახლეს ისტორიაში საქართველოსთვის უმძიმესი დღეა – სოხუმის დაცემის დღე.
“შეცდომაა – აფხაზეთი დავკარგეთ! სწორია – აფხაზეთი წაგვართვეს!” – ამ განცხადებას ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი აკეთებს.

გოგა ჩანადირი:

“შეცდომაა – აფხაზეთი დავკარგეთ!
სწორია – აფხაზეთი წაგვართვეს!
წართმეულს იბრუნებენ, დაკარგულს – არა.

აფხაზეთის ომი ორივე მხარის კისერზეა, რადგან ვერ ავირიდეთ რუსეთის ბოროტი გეგმები.
ეს ომი აფხაზებსა და ქართველებს მძიმედ დაგვიჯდა და ვიდრე ამ შეცდომებს არ გავიაზრებთ, კვლავ მძიმედ დაგვიჯდება.

მე მიყვარს აფხაზები, ისეთი, ჩემს მეგობარ კოკოს რომ ახსოვს – კეთილი, ლაღი, სტუმართმოყვარე და მშრომელი. თუმცა, ეს აფხაზებიც წაგვართვეს.

წართმეულს იბრუნებენ, დაკარგულს – არა.

მე მინდა, რომ აფხაზეთი აფხაზებით დავიბრუნოთ, მათ ჩვენ დაგვიბრუნონ და აღარასოდეს გავხდეთ მტრის ბოროტი ჩანაფიქრის მსხვერპლი…”