Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ქართული ხმები” ბათუმის მუსიკალურ ფესტივალზე იმღერებს

18 სექტემბერი, 2016

qartuli-xmebi118 სექტემბერს ანსამბლი “ქართული ხმები” ბათუმის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე იმღერებს. ანსამბლი კონცერტს ბათუმის ხელოვნების ცენტრში გამართავს.

ლეგენდარული ანსამბლი შეკრებილი მსმენელისთვის რეპერტუარიდან საუკეთესო სიმღერებს შეასრულებს.

ბათუმის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი – BATUMI MUSICFEST მსოფლიოში აღიარებულმა ქართველმა პიანისტმა ელისო ბოლქვაძემ დააარსა. ფესტივალი წელს უკვე მეოთხედ იმართება. მასში ქართველი ხელოვანების გარდა, მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები მონაწილეობენ.

BATUMI MUSICFEST 17 სექტემბერს ელისო ბოლქვაძის კონცერტით გაიხსნა და 22 სექტემბერს ალექსი მაჭავარიანისადმი მიძღვნილი კონცერტით დაიხურება.