Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ქართველი სოპრანო ხოსე კარერასის მსოფლიო ტურნეში

27 სექტემბერი, 2016

xose-da-salome1მსოფლიოში აღიარებული ტენორი ხოსე კარერასი გამოსამშვიდობებელ კონცერტებს მართავს.

მთელი წლის განმავლობაში საოპერო მომღერალი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს ესტუმრება.

ამ ტურნეს ფარგლებში ხოსე კარერასი ზაფხულში საქართველოსაც სტუმრობდა. ქუთაისში მან კონცერტი ღია ცის ქვეშ გამართა, რომელშიც ახალგაზრდა ქართველი სოპრანო სალომე ჯიქია მიიწვია და რამდენიმე ნაწარმოები დუეტში იმღერა.

სალომე ჯიქია ხოსე კარერასთან ერთად მსოფლიო ტურნეს ფარგლებში დაგეგმილ სამ კონცერტში იმღერებს. სოპრანო 4 და 8 ოქტომბერს საოპერო ვარსკვლავთან ერთად დუბაიში წარსდგება მსმენელის წინაშე, 27 ოქტომბერს კი – ბრიუსელში.