Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

საქართველო Dicovery Channel-ზე

30 სექტემბერი, 2016

batumსაქართველო სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება მსოფლიოში. ჩვენს ქვეყანაში ტურისტების მოსაზიდად სხვადასხვა სარეკლამო ვიდეორგოლები მზადდება, რომლებიც მსოფლიოს წამყვან ტელეარხებზე ტრიალებს.

ამჯერად საქართველოზე და კერძოდ, აჭარაზე მომზადებული ვიდეორგოლი მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი ტელევიზიების ეთერში ტრიალებს – Dicovery Channel-ზე, My planet-ზე, Euronews Moscov-ისა და Euronews Spb-ის ტელეეთერში ტრიალებს. ტელეარხებს მილიონობით მაყურებელი ჰყავს. მხოლოდ Dicovery Channel-ს აჭარის ტურიზმზე გათვლილ ქვეყნებში 70 მილიონი მაყურებელი ჰყავს.

ვიდეორგოლი ასევე გადის აზერბაიჯანის, რუსეთის, სომხეთისა და უკრაინის ტელევიზიებშიც. სწორედ ამ ქვეყნებიდან სტუმრობს აჭარას ყველაზე მეტი ტურისტი.

მომზადებულ ვიდეორგოლში აქცენტი გაკეთებულია ზღვაზე, ველურ ბუნებაზე,ეგზოტიკურ კულტურაზე, ეკოტურიზმზე, მრავალფეროვან ღამის გართობაზე, ფოლკლორზე, სამზარეულოზე, სიყვარულსა და აზარტზე.