Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ორი ძლიერი დარტყმა მივიღე”

5 სექტემბერი, 2016

1suxita– კისერი მტკივა მაგრად, რადგან ორი ძლიერი დარტყმა მივიღე, – აცხადებს მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი.

ძლიერი დარტყმა მან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიიღო, რომელიც თამარაშვილის ქუჩაზე მოხდა.

ინფორმაცია ამის შესახებ გიორგი სუხიტაშვილმა თავად გაავრცელა:

“მივდიოდით მე და ჩემი “ლურჯა” თამარაშვილზე, შუაში სკვერი როა, გოგონას გამოექცა ცუგრიკი. ჩემს წინ მიმავალმა მანქანამ ვერ დაინახა, მანქანა გაჰკრა და არც გააჩერა, ისე გააგრძელა მოძრაობა…

დაბნეული და დარეტიანებული ცუგრიკი გზაზე გაჩერდა, მე დავამუხრუჭე… კისერი მტკივა მაგრად, რადგან ორი ძლიერი დარტყმა მივიღეთ მე და ჩემმა “ლურჯამ”…

მე ვინც დამეჯახა (ჰიუნდაი), იმას უკნიდან დაეჯახა იქს-5 (2015 წლის), რომლის მძღოლიც გვთხოვდა პატრულისთვის არ დაგვეძახა. მეც დამირტყამს უკნიდან სხვისთვის, ეს ხდება ხოლმე…

ვუთხარი, აქვე ბენზინგასამართ სადგურთან მივიდეთ-თქო…. მივედით და იქს-5-ის მძღოლის კითხვა: “მე ვინ მიკეთებს…”