Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

,,ნიჭიერთა ათწლედი” მუსიკის საერთაშორისო დღეს უერთდება

23 სექტემბერი, 2016

nichiertaმუსიკის საერთაშორისო დღე UNESCO-ს ეგიდით ტრადიციულად პირველ ოქტომბერს აღინიშნება.

ამ დღესთან დაკავშირებით, 30 სექტემბერს 15 საათზე ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა ,,ნიჭიერთა ათწლედი”-ს უმცროსკლასელთა ორკესტრი სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში კონცერტს გამართავს. პროექტი საგანმანათლებლო პროგრამა ,,ფერწერული მუსიკის“ ფარგლებში ხორციელდება.

პროგრამის მონაწილეები დაათვალიერებენ მუზეუმის საგანძურს, საგანმანათლებლო ცენტრში მიიღებენ ინფორმაციას სიმფონიური ორკესტრის შესახებ, გაეცნობიან მრავალფეროვან ვიზუალურ მასალას – მუსიკა სახვით ხელოვნებაში.

მუზეუმის საზეიმოდ მორთულ ეზოში გაიმართება პლენერული ღონისძიება. მუზეუმის ეზოში გამოიფინება თანამედროვე მხატვრების – ხათუნა სონღულაშვილის და ირაკლი ჩიქოვანის ნამუშევრები.

nichier

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა ,,ნიჭიერთა ათწლედი”-ს უმცროსკლასელთა ორკესტრი (ხელმძღვანელი ირინა ოდიშარია) შეასრულებს ბახის, მოცარტის, პროკოფიევის, გერშვინის, მილერის, ჩაპლინის, აზარაშვილის და ყანჩელის ნაწარმოებებს. პროგრამის მონაწილეები კი, მუსიკის ფონზე ფერწერულ ნამუშევრებს შექმნიან.

nichierta1

მუსიკის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი დღე კოსტიუმირებული ფოტოსესიითა და ფოიერვერკით დასრულდება.

პროგრამის ავტორი დალი გოგორიშვილია. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია.
რეგისტრაციისთვის კი დარეკეთ ნომრებზე: 2 93 16 52; 599 75 78 71
მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზირი N3.