Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

მოზარდ მაყურებელთა თეატრი 90-ე სეზონს ხსნის

12 სექტემბერი, 2016

mozardis-iu1ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი იუბილარია.

4 ოქტომბერს თეატრი 90-ე საიუბილეო სეზონს გახსნის. თეატრის ხელმძღვანელობა ტრადიციას არც წელს უღალატებს და ერთგულ მაყურებელს სიახლეებს შესთავაზებს.

პირველივე სიახლე მაყურებელს სეზონის გახსნაზე ელოდება. 4 ოქტომბერს რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი წარმოადგენს უილიამ შექსპირის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს „აურზაური არაფრის გამო“. სპექტაკლი თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართულ პროგრამის ფარგლებში გათამაშდება.

შოუ ქეისის დღეებში მოზარდ მაყურებელთ თეატრი, ექსპერიმენტულ სცენაზე წარმოადგენს ქრისტო ბოიჩევის გახმაურებული პიესის „პოლკოვნიკი და ჩიტების” პრემიერას, რომლის რეჟისორის თამაზ იმნაძე და სპექტაკლს „ღამე და თუთიყუში“ დიმიტრი ხვთისიაშვილის რეჟისურით.

თბილისის თეატრალური ფესტივალის ფარგლებში მოზარდ მაყურებელთა თეატრი უმასპინძლებს ნორვეგიისა და სომხეთის თეატრალური დასების სპექტაკლებს.

ოქტომბერსა და ნოემბერში კი მოზარდ მაყურებელთა თეატრი მაყურებელს არაერთ პრემიერას შესთავაზებს: „ზურმუხტ ქალაქის ჯადოქარი“ (ქართულ და რუსულ ენებზე), „შოუ ზღაპართა ქვეყანაში“, „სარჩობელაზედ“, „პეპი გრძელი წინდა“, „შვლის ნუკრის ნაამბობი“.

მოზარდ მაყურებელთა თეატრში კიდევ ერთი სიახლეა – განახლდა დიდი და მცირე დარბაზები, საგრიმიოროები და განხორციელდა ფოიეს რეკონსტრუქცია.