Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ისეთი გაბრაზებული ვწერ, არც კი ვიცი, როგორ გამოვხატო”

24 სექტემბერი, 2016

nini-ciklauri1მომღერალი ნინი წიკლაური მსმენელს ყოველთვის გაღიმებული, მშვიდი და გაწონასწორებული უნახავს, მაგრამ არის საკითხები, რომლებსაც მომღერალი წყობიდან გამოჰყავს.

ამჯერად ნინი წიკლაურის გაღიზიანება ახალგაზრდების პასუხებმა გამოიწვია, რომლებმაც “პროფილის” გამოკითხვაში მიიღეს მონაწილეობა.

ნინი წიკლაური:

„პროფილის“ გამოკითხვამ ისე შემაძრწუნა, ემოციებს კიდევ ვერ ვმალავ. სკოლა რომ დავამთავრე, ზუსტად ჩემს შემდეგ კლასს მოუწია ეროვნული გამოცდები და ღმერთს დღემდე მადლობას ვეუბნები, რომ გადამარჩინა რობოტიზმს.

აი, ის გამოცდები ვაბარე, ერთი მაგალითის ამოხსნისთვის გამოცდაზე მწვანე, 12-ფურცლიან რვეულს რომ ვავსებდი და ყდაზე ვამთავრებდი ამონახსნს, ურთულეს თემებს ვამუშავებდი, საქართველოსა და მსოფლიო ისტორიას ცალ-ცალკე რომ ვსწავლობდი, ასევე ქართულ ლიტერატურასა და გრამატიკას.

აბსოლუტურად ვეთანხმები შაშკინს, რომელმაც დაზომბებული მოსწავლეები აღნიშნა, მხოლოდ გამოცდის ჩასაბარებლად რომ იზეპირებენ საკითხებს და ტესტებს. ბოლო-ბოლო ინტუიციით შემოხაზავ და „გაარტყამ“, შეიძლება, სრულიად უცოდინარმა იმდენ სწორ პასუხს „გაარტყა“, რომ 100%-იან გრანტსაც გამოჰკრა ხელი.

ეს ის თაობაა, ქართულის ცოდნა რომ „ეპაზორებათ“, სამაგიეროდ ინგლისურს „სხლავენ“!!!!. დღევანდელი განათლების სისტემა არ ამუშავებს მოსწავლეს წიგნთან ან რვეულთან. ცოდნა კი მუშაობაშია. პირდაპირ პასუხს არ უნდა ხაზავდე, უნდა ხსნიდე და გამოგყავდეს პასუხი. ამას ისეთი გაბრაზებული ვწერ, არც კი ვიცი, როგორ გამოვხატო.

დააბრუნეთ სწორი გამოცდები, წიგნები და რვეულები სკოლებში!“