Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ვინ უნდა შეცვალოს გარემო, რომ მსგავსი ფაქტი სხვა ეტლით მოსარგებლეს არ შეხვდეს?!”

14 სექტემბერი, 2016

temo-arabidze1– ვინ უნდა შეცვალოს გარემო, რომ მსგავსი ფაქტი სხვა ეტლით მოსაგებლეს არ შეხვდეს?! – კითხულობს “ნიჭიერის” გამარჯვებული მოცეკვავე თემო არაბიძე და თავს გადამხდარ ამბავს ფართო საზოგადოებას უყვება.

თემო არაბიძე:

“თავისუფლების მოედანზე გადავდიოდი გზაზე, სადაც ყველა ავტომობილმა გზა დამითმო. სანამ გზის გადაკვეთას დავასრულებდი, მერსედესის მარკის ავტომობილიდან ხელების შლით მანიშნებდა მძღოლი რაღაცას. მივედი და ვკითხე რა ხდება?
– გზაზე რატომ გადმოდიხარო?
მე ვუპასუხე: – მეტი გზა მე არ მაქვს დანიშნულების ადგილზე რომ მივიდე-თქო!
– მიწისქვეშა გადასვლელით გადადიო.
მე ვუპასუხე: ადაპტირებული გარემო არ გვაქვს ეტლით მოსარგებლეებს, რომ ვისარგებლოთ.
– რატომ გადმოდიხარ მერე აქო?
ვკითხე: – სადაური ხარ-მეთქი?
– ქართველი ვარ, რუსეთში ვცხოვრობდიო.
მე გავუმეორე, რომ ადაპტირებული გარემო არ მაქვს, რომ ვისარგებლო პანდუსით და მიწისქვეშა გადასასვლელით.
ვერ გაიგო მაინც…
– მე ქართველობას ვერ მასწავლიო და ა.შ.
– არც ვაპირებ შენ გასწავლო რამე-თქო!
უბრალოდ ავუხსენი რაც ხდება საქართველოში მოკლედ ამ მხრივ… მაინც ვერ მიხვდა.

თქვენ რას იტყვით მეგობრებო? ვინ უნდა შეცვალოს გარემო, რომ მსგავსი ფაქტი სხვა ეტლით მოსარგებლეს არ შეხვდეს?!…..