Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

გოგი დოლიძე – ქართველობის სიმბოლო!

5 სექტემბერი, 2016

gogi-dolidzeeeeee1235 სექტემბერი ქართველ მომღერალთა შორის გამორჩეული წარმომადგენლის გოგი დოლიძის დაბადების დღეა.

“ქართული ხმების” ერთ-ერთი ყველაზე გულიანი მომღერალი 42 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მომღერალს დაბადების დღეზე მისი უმცროსი კოლეგა ლაშა ღლონტი იხსენებს:

“დღეს მსოფლიოში ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მომღერლის, გოგი დოლიძის დაბადების დღეა!!!

იშვიათია, როდესაც შემოქმედი ქმნის საკუთარ მიმართულებასა და სკოლას ხელოვნებაში, უდიდეს გავლენას ახდენს ქვეყნის უმდიდრეს მუსიკალურ კულტურაზე, იკრებს თავის გარშემო ეპოქალურ შემოქმედებს და სიმღერისა და საკუთარი ხალხის არნახული სიყვარულით გასხივოსნებული ქმნის საოცრად კეთილ გარემოს.

გოგი და მისი შემოქმედება ბუნებრივად აერთიანებს ყველა თაობის ადამიანს, რაც აქცევს მას უდიდეს საზოგადო მოღვაწედ და უფრო მეტიც: ქართველობის სიმბოლოდ!!!

აი, ასეთია თითქოსდა ერთი ჩვეულებრივი თბილისელი ბიჭის “გოგიას” ადგილი ჩვენი მომავალი ქართულ-ევროპული სახლმწიფოს იდეოლოგიის ჩამოყალიბების საქმეში!!!

უფალმა გაანათლოს მისი სპეტაკი სული!!!!”