Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“გადმოგცემთ მერაბ ბერძენიშვილის უკანასკნელ სურვილს”

18 სექტემბერი, 2016

merab-berdzenishviliiii1ქართველი მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილი 87 წლის ასაკში თურქეთში გარდაიცვალა. მას სამშობლოში ორშაბათს ჩამოასვენებენ.

ხელოვანის სამშობლოში დაბრუნებამდე გავრცელდა სპეციალური მიმართვა საქართველოს ხელისუფლებისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილისადმი:

“გადმოგცემთ ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის და ოჯახის თხოვნას: ბატონ მერაბ ბერძენიშვილის უკანასკნელი სურვილი გახლდათ დავით აღამაშენებლის ძეგლის განთავსება თავდაპირველ ადგილზე.

გთხოვთ, ძეგლის დაბრუნება მიეძღვნას ბატონ მერაბ ბერძენიშვილის ხსოვნას.”