Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“არის ვინმე განმკითხავი?”

9 სექტემბერი, 2016

1levan-gvinjilia– ვაი, საბრალოს… ვაი, ჩვენს ენას!.. არის ვინმე განმკითხავი? “მათ უსწავლელთა, ცრუ რუსთაველთა, სრულ წაგვიბილწეს ენა მდიდარი, ენა მაღალი, მის ძალი, მადლი…” – აცხადებს ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია და სახელმწიფო ენის მორიგ უპატივცემულობაზე საუბრობს:

– ვაი, საბრალოს… ვაი, ჩვენს ენას!..

“მათ უსწავლელთა, ცრუ რუსთაველთა, სრულ წაგვიბილწეს ენა მდიდარი, ენა მაღალი, მის ძალი, მადლი”.

თუ ვინმე ამიხსნის და დამისაბუთებს, რა გამართლება აქვს უცხო ენებიდან შემოსული რთულფუძიანი სახელების პირველი კომპონენტის ლათინური ანბანით წერას, ან სადმე თუ მოიძებნება, დედამიწის ზურგზე, საკუთარი ენისა და ანბანისადმი ამგვარი გაუაზრებელი დამოკიდებულების ანალოგი, დიდად დამავალებთ!

სავალალოა, რომ ჩევნს ქვეყანაში, რომლის ხელისუფლება მისსავე სახელმწიფო ენას აბუჩად იგდებს, ეს უკვე ტენდენციად იქცა.

აბუჩად იგდებს ყველა: ქვეყნის პრემიერიდან დაწყებული (რაც კარგად გამოჩნდა მის მიერ “ოცნების” საარჩევნო პროგრამის დღევანდელი წარდგინებიდანაც) და სავაჭრო ობიექტების ქართველი თუ გადამთიელი მეპატრონეებით დამთავრებული, რომელთა მხრიდან ქვეყნის სახელმწიფო ენის შეურაცხყოფამ და პარლამენტის მიერ შარშან მიღებული, მაგრამ აუმოქმედებლად მიგდებული კანონის (“სახელმწიფო ენის შესახებ”) სრულმა იგნორირებამ და ამის შედეგად შექმნილი შემაძრწუნებელი ვითარების ფეხებზე დაკიდებამ უკვე არნახულ მასშტაბებს მიაღწია.

არის ვინმე განმკითხავი?”

herokratia123

artgeni1

komedy1