21 სექტემბერი, 2016

“სირცხვილია ხალხო!”

ramaz1– ხშირად გაიხსენეთ გრიგოლ ორბელიანის ეს სიტყვები: “რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს!” – ახსენებს ქართველებს რეჟისორი რამაზ ბლუაშვილი და ქვეყანაში ქართული ენის დაკნინებას აპროტესტებს.

რამაზ ბლუაშვილი:

“შუა რუსთაველზე იხსნება ფეშენებელური სასტუმრო და ერთი სიტყვა არ აწერია ქართულად! რატომ?!!!! ვერ ვუბედავთ მათ აღმატებულება არაბ ინვესტორებს?!!!!!

სირცხვილია ხალხო!!! გაიარეთ ქალაქში რა ხდება!!!! აღარავინ წერს ქართულად! 1978 წელს, გაგანია საბჭოთა კავშირის რეჟიმის დროს, დავიცავით და გადავარჩინეთ ქართული ენა და ახლა დამოუკიდებლობისა და თავისუფლების პერიოდში ჩვენივე ხელით ვმარხავთ????

აქ ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ საზოგადოების უმეტესი ნაწილი ამ ყველაფერში პრობლემას ვერ ხედავს!!!!

ხშირად გაიხსენეთ გრიგოლ ორბელიანის ეს სიტყვები: “რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს!”

enus-daxva1