13 სექტემბერი, 2016

ნინო ანანიაშვილი გიორგი ლომინაძისა და ნუცა გუნცაძის დასახმარებლად

gionuca111პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილი ქართველი მორაგბის გიორგი ლომინაძის და მისი მეუღლის ნუცა გუნცაძის დასახმარებლად საქველმოქმედო საღამოს გამართავს.

წყვილი რამდენიმე თვის წინ ავტოკატასტროფაში მოყვა, რასაც მსხვერპლი მოყვა.ნუცა და გიორგი გადარჩნენ, მაგრამ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ისინი ამჟამად თურქეთში იმყოფებიან, სადაც მკურნალობის კურსს გადიან.

საქველმოქმედო გალაკონცერტი 11 ოქტომბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას საქართველოს სახელმწიფო ბალეტი მიიღებს.

ბილეთები 10-დან 50 ლარამდე ღირს. საღამოდან შემოსული თანხა მთლიანად გიორგი ლომინაძისა და ნუცა გუნცაძის დასახმარებლად გადაირიცხება.

გიოს და ნუცას დახმარების მსურველებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე – 0901701140 ზარის ღირებულება 1 ლარი.

ან ჩარიცხონ ნებისმიერი თანხა ანგარიშის ნომერზე:

საქართველოს ბანკი – GE68BG0000000733092800

მიმღები: დავით ლომინაძე.