10 სექტემბერი, 2016

“ვულოცავ გიორგის წარმატებას, თუ ეს მას ამად უღირს”

giorgi-nadiba1სოჭში გამართულ სიმღერის საერთაშორისო კონკურსზე “ახალი ტალღა 2016” საქართველოს წარმომადგენელი გიორგი ნადიბაიძე გამარჯვებულთა შორის აღმოჩნდა და მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

გიორგის წარმატება უამრავმა ადამიანმა მიულოცა. მათ შორისაა რეჟისორ დავით დოიაშვილის შვილი, ახალგაზრდა მომღერალი ანა დოიაშვილი, რომელიც იანვრიდან ბერკლიში ისწავლის:

“კი, ყველას წარმატება უნდა გვიხაროდეს!

რა ვქნა, თუ ოთარ ჯორჯიკიას, მარიამ ნაჭყებიას, ირაკლი მურჯიკნელის და გიორგი მჭედლიშვილის კონკურსში გამარჯვება უფრო მეამაყება!

მიხეილ ქირიას ვერონის ფილარმონიულ თეატრთან ახალი კონტრაქტი უფრო მეამაყება.

მეამაყება ანიტა რაჭველიშვილი, ნინო მაჩაიძე, ხატია ბუნიათიშვილი და კიდევ მრავალი!
არ მინდა არც ლუბოვ უსპენსკაია, ანი ლორაკი, დიმა ბილანი და იურმალა!

ვულოცავ გიორგის წარმატებას, თუ ეს მას ამად უღირს.”