23 სექტემბერი, 2016

“დარბაზი დაგვემხო და ვიხრჩობით…”

1dramis-teatri“არტინფო” უკვე წერდა, რომ თბილისში მოსულმა გადაუღებელმა წვიმამ პრობლემები შეუქმნა კინომსახიობთა თეატრს. თეატრის ჭერიდან წყალმა გაჟონა. კინომსახიობთა თეატრთან ერთად წვიმამ პრობლემები შექმნა მუსიკისა და დრამის თეატრშიც.

ანალოგიური მდგომარეობაა ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში, სადაც ევგენი მიქელაძის სახელობის სიმფონიურ ორკესტრს მუშაობა კარგა ხანია შეწყვეტილი აქვს.

ეროვნული მუსიკალური ცენტრი დროებით მუსიკისა და დრამის თეატრშია განთავსებული. ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ნახუცრიშვილმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ჩამოდის მუსიკისა და დრამის თეატრში ჭერიდან წყალი:

“ეროვნული მუსიკალური ცენტრი – ახლა უკვე მუსიკისა და დრამის თეატრი!!!

ნიკოლოზ რაჭველი, შემოგვიარე – აქ კი პრინციპში სიმშვიდეა, მაგრამ დარბაზი დაგვემხო და მგონი ვიხრჩობით…”