19 სექტემბერი, 2016

ბეთჰოვენის შედევრი ბათუმის მუსიკალურ ფესტივალზე

filip-mani1ბათუმი მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს. ელისო ბოლქვაძის მიერ დაარსებული BATUMI MUSICFEST 22 სექტემბრის ჩათვლით, მელომანებს დაუვიწყარ საღამოებს ჰპირდება.

ბათუმის მუსიკალურ ცენტრში შეკრებილი მსმენელის წინაშე 19 სექტემბერს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი დაუკრავს, რომელსაც ცნობილი ამერიკელი დირიჟორი ფილიპ მანი უდირიჟორებს.

კონცერტზე ბეთჰოვენის შედევრი – მე-7 სიმფონია და ბიზეს კარმენ სუიტა შესრულდება.