28 აგვისტო, 2016

“ზვერის” კონცერტი ჩაიშალა

zveri1ბათუმში დაგეგმილი რუსული როკ-ჯგუფის “ზვერი” კონცერტი ჩაიშალა.

მუსიკოსებს ბათუმში წლევანდელი მუსიკალური სეზონი უნდა დაეხურათ.

კონცერტის ჩაშლის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია მისმა ორგანიზატორმა GTS Group-მა გაავრცელა:

“მოგესალმებით!

მინდა მოგაწოდოთ ძალიან სამწუხარო ინფორმაცია.

რუსული როკ ჯგუფი ზვერის კონცერტი გაუქმდა!!!

28 აგვისტოს დღის 13:00-ზე საორგანიზაციო ჯგუფი მზად იყო მათ დასახვედრად, თუმცა, სამწუხაროდ, ისინი ვერ ჩამოფრინდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი მოხდა GTS Group-ისგან დამოუკიდებლად, ჩვენ ამ ეტაპზე ვიცავთ კონფიდენციალურობას და არ ვასაჯაროებთ არ ჩამოსვლის ნამდვილ მიზეზს.

რაც შეეხება ბილეთებს, ამ ეტაპზე ბილეთებს ყიდვა შეჩერებულია და თანხის დაბრუნებას ეტაპობრივად შევასრულებთ.

ასევე გვინდა ჩვენი ორგანიზაციის სახელით ყველა მსმენელს და ჩვენს პარტნიორებს მოვუხადოთ ბოდიში.”