20 აგვისტო, 2016

“ვთხოვოთ შესაბამის ორგანოებს დაგვეხმაროს”

1oto nemsaმომღერალი ოთო ნემსაძე სამოქალაქო პასუხისმგებლობით გამოირჩევა და კარგი სიმღერების გულიანად შესრულების გარდა, თავის თანამოქალაქეებზეც ზრუნავს.

ოთომ რამდენიმე თვის წინ კამპანია წამოიწყო – ტაქსისტობა დაიწყო და შეგროვილი თანხით გაჭირვებულებს დაეხმარა, თუმცა ბოლო დროს საქართველოში გახშირებულმა ავტოსაგზაო შემთხვევებმა, მას ახალი კამპანიის წამოწყებისკენ უბიძგა.

ოთო ნემსაძე:

“ჩემო მეგობრებო, მოკლედ, ძალიან ხშირად მომიწია ეს ბოლო პერიოდები ავტობანებზე და ტრასებზე მანქანით სიარული და სიტუაცია საერთოდ არ იცვლება კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ამას ჰქვია – სიკვდილის რბოლა!!!

ვცდილობ, რამე მოვიფიქრო და, რა თქმა უნდა, მარტო არაფერი არ გამომივა… ერთი იდეა ის მაქვს, რომ ჩქაროსნულ ადგილებში განთავსდეს ბანერები რამე კრეატიული, რითიც ბევრ ჩვენგანს დავაფიქრებთ და წესების დაცვისკენ მოვუწოდებთ. იდეები ჩამოვყაროთ და მერე იქნებ ვთხოვოთ შესაბამის ორგანოებს განხორციელებაში დაგვეხმაროს.

მეც კარგად ვფლობ მანქანას, მაგრამ სხვას საფრთხეს მაქსიმალურად არ ვუქმნი!!!

და კიდევ ერთი, განსაკუთრებით ზაფხულში, უცხოური ნომრებით მანქანები, რომელთა დარღვევებზეც მე რამდენჯერაც წავაწყდი, ჩვენმა საპატრულო პოლიციამ არ იმოქმედა, სამწუხაროდ.”