5 აგვისტო, 2016

“სირცხვილია, ბატონო მინისტრო!”

david-shaamanauri1“სირცხვილია, ბატონო მინისტრო!” – ასე მიმართავს მუსიკოსი დავით შამანაური საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს მიხეილ გიორგაძეს.

დავით შამანაური ევგენი მიქელაძის სახელობის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსია. ახალგაზრდა ხელოვანი საჯარო განცხადებას ავრცელებს და ორკესტრის პრობლემებით დაინტერესებას შესაბამის უწყებებს სთხოვს.

დავით შამანაური:

“ეს ჩემი ბოლო სტატუსია ფბ-გვერდზე. ბოლო სტატუსი მინდა მხოლოდ ჩვენი ორკესტრის საკითხებს მივუძღვნა! პირველ რიგში, გეტყვით, რომ იმ ყოფადობიდან გამომდინარე, თუ როგორ სახელმწიფოში ვცხოვრობ, მაინც გამიმართლა, მიხარია და ვამაყობ, რომ ამ ორკესტრში ვუკრავ.

გარშემო ბევრი ნიჭიერი მუსიკოსი და კარგი მეგობრები მყავს. ერთადერთი, რაც გულს მტკენს, ამ ორკესტრის გაუსაძლისი პირობებია… უდარბაზობა და ციგნური რეჟიმი. სარეპეტიციოში ჩახუთულობა და სიცივე. ამ ყველაფერს ბოლო არ უჩანს და ვგძნობ, როგორ კვდება ყველაში ენთუზიზმი და უკეთესი მომავლის იმედი. სტიმული მაშინ არის აზრს მოკლებული, როცა შედეგი არ მოჰყვება.

ყოველთვის არსებობდა პრობლემები და იქნება სულ, მაგრამ ერთობა და ურთიერთპატივისცემა ისეთი რამაა, რომ ამის გარეშე არცერთი პრობლემა არ მოგვარდება… სურვილი არ იქნება უბრალოდ. ტეხავს, როდესაც სახელმწიფო სტატუსის მქონე ორგანიზაციას სარეპეტიციოში მუშაობის პირობები არ აქვს და ამას ნიკა და მუსიკოსების თანხებით მოგვარება თუ უშველის.

სირცხვილია, ბატონო მინისტრო და პრეზიდენტო, ბიძინებო და მიშებო… ეხლა მაინც მოგვხედეთ, როცა არჩევნების წინ ხართ კარგები და საიმედოები.”