23 აგვისტო, 2016

“სიფრთხილე საუკეთესო იარაღია”

agata-kristi1დეტექტივების დედოფლად აღიარებული ინგლისელი მწერლის აგატა კრისტის ნაწარმოებები 103 ენაზეა თარგმნილი. ერკიულ პუაროსა და მის მარპლიზე დაწერილი წიგნები 2 მილიარდზე მეტი ტირაჟით არის გამოცემული და მკითხველში დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს.

აგათა კრისტი არაერთი ცნობილი გამონათქვამის ავტორია, თუმცა ყველაზე დიდი პოპულარობით დღემდე მაინც სარგებლობს ფრაზა: “თავისუფლება არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რის გამოც ნამდვილად ღირს ბრძოლა”.

“არტინფო” აგათა კრისტის რჩეულ გამონათქვამებს გთავაზობთ:

ცხოვრებაში იმაზე დიდი შეცდომა არ არსებობს, როცა ხელოვნების შედევრს შეუსაბამო მომენტში გაეცნობი. ბევრისთვის შექსპირმა ფასი იმიტომ დაკარგა, რომ სკოლაში ასწავლიდნენ.

არასოდეს დაბრუნდეთ იქ, სადაც ბედნიერი იყავით. სანამ იმ ადგილისგან შორს იქნებით, თქვენს მეხსიერებაში ყველაფერი ლამაზად იცოცხლებს, როგორც კი იქაურობას დაუბრუნდებით, ლამაზი მოგონებებიც დაიმსხვრევა.

ყველაზე დიდი ბედნიერება ადამიანის ცხოვრებაში ბედნიერი ბავშვობაა.

როდესაც ადამიანებს გაღიმებულს ხედავთ, მხოლოდ მაშინ ხვდებით, რომ მათლა ძალიან გიყვართ.

ქორწინება სიყვარულზე მეტია. შეიძლება ძველმოდური მიწოდოთ, მაგრამ ჩემთვის ქორწინება ურთიერთპატივისცემაა.

ყოვლად მიუღებელია განსაჯო ადამიანი ისე, რომ მას არ მოუსმინო.

არსებობს გამოთქმა, რომ მიცვალებულზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერს. ეს დიდი სისულელეა. სიმართლე ყოველთვის სიმართლედ რჩება. თუ საქმე საქმეზე მიდგება, ცოცხლებზე საუბრისგან შეიკავეთ თავი, რადგან მკვდრებისგან განსხვავებით, მათი განაწყენება ნამდვილად შესაძლებელია.

ჭკვიანებს არ სწყინთ, ისინი დასკვნებს აკეთებენ.

ნურასდროს დაიჯერებთ, რომ უკეთესად ერკვევით, რა სურთ სხვებს.

უცნაურია, სიყვარულისგან მანდილოსნები ლამაზდებიან, მამაკაცები კი ავადმყოფ ცხვრებს ემსგავსებიან.

მედიცინაში ხომ ყველაზე ხშირად რწმენა კურნავს.

სიფრთხილე საუკეთესო იარაღია.

ცხოვრება დაუსრულებელი ხუმრობაა, ბოლოს კი სიკვდილი იცინის.

ყველაზე დამღლელია იმ ადამიანთან ურთიერთობა, რომელიც ყოველთვის მართალია.

არქეოლოგ ქმარზე უკეთესს ვერავის ინატრებს ქალი: რაც უფრო დაბერდება, მით უფრო დაინტერესდება მეუღლე მისით.

ქალები გაუცნობიერებლად ამჩნევენ ათას პატარა დეტალს, გაუცნობიერებლად ალაგებენ მათ და შემდეგ არქმევენ ქალურ ინტუიციას.

თუ ვერ ახრხებთ ქმრის ცხოვრების წესის მიღებას, ნუ გაჰყვებით მას ცოლად.

ყოველგვარი ურთიერთდამოკიდებულება ქალსა და მამაკაცს შორის იწყება ილუზიით, თითქოს ერთნაირად ფიქრობენ ამქვეყნად ყველაფერზე.

ილუზია, რომ მექალთანეს გამოასწორებს, ქალის ერთ-ერთი დიდი შეცდომაა.

დამტვრეული თეფშს ბედნიერება მოაქვს, მაგრამ მხოლოდ არქეოლოგისთვის.

მე მიყვარს ცხოვრება და ვერანაირი ჯოჯოხეთური წამება და უბედურება ვერ გადამათქმევინებს, რომ ცხოვრება დიდი მადლია.

არ იცი, შეგიძლია თუ არა, სანამ არ გასინჯავ.

ყველა უბედურება ფულის და უფულობის გამო ხდება.