13 აგვისტო, 2016

“სამშობლო მოხუცი მშობელივითაა…”

1beqa-gociashviliამერიკაში მოღვაწე ახალგაზრდა ქართველი ჯაზ-პიანისტი ბექა გოჩაიშვილი სამშობლოს სიყვარულზე საუბრობს და მის წინაშე ადამიანების ვალდებულებას იხსენებს.

ბექა გოჩიაშვილი:

“სამშობლო მოხუცი მშობელივითაა, რომელსაც მოვლა და სიცოცხლის შენარჩუნება უნდა და, რა თქმა უნდა, ეს ერთხელ არ კეთდება.

მთელი ცხოვრება ვალდებულია ყველა თაობის ადამიანი, რომ ემსახუროს თავის ქვეყანას, ერთგულად და ვაჟკაცურად. ეს მუზეუმი და მარტო ვიზუალური სილამაზე არ არის, ცოცხალი რამეა. გაგზარდა და მოგცა ისეთი სიყვარული, რასაც ქვეყნის სიყვარული ჰქვია, რის გარეშეც ობოლი ხარ. ამიტომ რომ არ დავობლდეთ, პირველ რიგში, არ უნდა დავბოლდეთ მტრისგან გადმოგდებული ძვლით (არა მტერთან კოლაბორაციას!)

ჩვენს მხრებზეა ეს პასუხისმგებლობა. მძიმე, რთული, შრომატევადი, მაგრამ გამარჯვების მომტანი. ეს პროცესი და უნარი არასდროს არ უნდა დამთავრდეს. გამარჯვებაც თუ პროცესად არ აღვიქვით, ესეც როდესღაც გაჩერდება და დამარცხებაში გადაიზრდება.

დიდი ხანი შემიძლია ამ თემაზე ვილაპარაკო, მაგრამ ეხლა მოვრჩით კონცერტს და ჯემ-სეიშენზე დასადუღებლად მივდივართ მე და ჩემი ძმები, ამიტომ ასე დავასრულებ:

NEVER, NEVER, NEVER GIVE UP!”