30 აგვისტო, 2016

ქართველი ტენორი საუკეთესოდ დასახელდა

shalva-muqeria1მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე პრესტიჟულმა და ცნობილმა ჟურნალმა “Opera Actual”-მა თანამედროვეობის საუკეთესო მოქმედი ტენორები დაასახელა.

სხვადასხვა ქვეყნის 12 საუკეთესო საოპერო მომღერალს შორის ერთ-ერთი ქართველია.

ტენორი შალვა მუქერია საუკეთესოთა ჩამონათვალში იონას კაუფმანის, ვლადიმირ გალუზინის, მაქსიმ აქსენოვის, ალექსანდრ ანტონენკოს, პავოლ ბრესლიკის, პიოტრ ბეჩალას, დმიტრი კორჩაკის, რობერტო საკკას, სტეფან ფინკეს, პეტერ ზაიფერტის და კლაუს ფლორიან ფოგტის გვერდით მოხვდა.