30 აგვისტო, 2016

ქართველი პროფესორი ჩინეთის მთავრობამ დააჯილდოვა

marine-jiblad1გაიცანით ქართველი პროფესორი მარინე ჯიბლაძე – საქართველოს თავისუფალი უნივერსიტეტის ჩინეთმცოდნე პროფესორი და საქართველოში კონფუცის ინსტიტუტის დირექტორი.

მარინე ჯიბლაძე ჩინეთის მთავრობის მიერ დაჯილდოვებულ იქნა განსაკუთრებული წვლილისთვის და მიღწევებისთვის.

მას აღნიშნული ჯილდო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა, ქალბატონმა ლიუ იენტუნგმა გადასცა.

მარინე ჯიბლაძე პეკინში ჩინური კულტურის კვლევითი ცენტრის კომისიის წევრადაც დაინიშნა.

დაჯილდოვების ცერემონიალი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პარლამენტის შენობაში გაიმართა. ცერემონიალს ჩინეთში აკრედიტირებული სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.