Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“პოეტს არ ყოფნის სახსრები, რომ შეიძინოს სასიცოცხლო წამლები…”

11 აგვისტო, 2016

poeti1ბოლო დროს გახშირდა შემთხვევები, როდესაც ადამიანებს არ აქვთ ფინანსური შესაძლებლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წამლები შეიძინონ და სრულყოფილად იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობაზე.

ერთ-ერთი ასეთი გორელი პოეტი გიორგი მახარობლიძეა.

“ღირსეულ გორელ კაცს და ღირსეულ პოეტს გიორგი მახარობლიძეს არ ყოფნის სახსრები, რომ შეიძინოს მისთვის სასიცოცხლო წამლები და გაიკეთოს ტომოგრაფია… გთხოვთ, ვისაც შესაძლებლობა გაქვთ, დავეხმაროთ ჩვენს გიორგის”, – ასეთ თხოვნას ვრცელებენ პოეტის მეგობრები.

გორის თეატრის მსახიობი კობა კოპაძე კი სთხოვს ყველას, პოეტს ამ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებას ნუ შეატყობინებენ:

“მეც მივმართავ თხოვნით ჩემს და გიორგის მეგობრებს! თუმცა გიორგის მეგობრები არ ტოვებენ უყურადღებოდ… ყველა იმ გულშემატკივარს, რომლებმაც კარგად იციან ბატონი გიორგი მახარობლიძის შემოქმედება! რომ დავეხმაროთ ბატონ გიორგის მედიკამენტებით! მოგეხსენებათ ბატონი გიორგის თავმდაბლობა და მორიდებულება. ძალიან გთხოვთ ამ პოსტის შესახებ მას ნუ შეატყობინებთ! შეგიძლიათ დაურეკოთ მობილურზე 593 19 34 60… ღმერთი თქვენსკენ!”