Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“პაწა სუბიექტურები რო იყოთ სამშობლოს სიყვარულში არა?”

9 აგვისტო, 2016

tako-charkv1i– თქვე კაი ხალხო, პაწა სუბიექტურები რო იყოთ სამშობლოს სიყვარულში არაა? – ასეთი შეკითხვით მიმართავს პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი ქართულ საზოგადოებას და საქართველოს უახლეს ისტორიას საკუთარი ხედვით აფასებს.

თაკო ჩარკვიანი:

“ომი რომ რუსეთმა დაიწყო, მთელმა მსოფლიომ იცის და თან, 8 აგვისტომდე ბევრად უფრო ადრე სოფლებს გვიბომბავდა, 9 აპრილზე და აფხაზეთზე აღარაფერს ვამბობ და ვინ მოთვლის კიდევ, მაგრამ ამ ფ.ბ.-ზე გარკვეული ადამიანები რომ წერთ და თავგამეტებით ამტკიცებთ, არა ჩვენ დავიწყეთ ომიო, საქართველომ დაიწყოო (თითქოს ჩვენ შევუვარდით ვინმეს კრასნოდარში), გინდა თუ არა ჩვენ დავიწყეთო ამტკიცებთ, თან აყოლებთ ობიექტურები ვართო… თქვე კაი ხალხო, პაწა სუბიექტურები რო იყოთ სამშობლოს სიყვარულში არაა? არ გამოვა ეგ ამბავი? “ნამეტანი” ობიექტურობაც შენს ქვეყანას რო ეხება… რა ვიცი აბა… სწორია? ვითომ?”