Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ნუ ფიქრობთ პანტომიმის თეატრის განადგურებას!”

6 აგვისტო, 2016

shalikashvilebi1საქართველოს პანტომიმის სახელმწიფო თეატრი ნახევარ საუკუნეზე მეტია ქართულ კულტურას ემსახურება. მისმა დამაარსებელმა ამირან შალიკაშვილმა მთელი ცხოვრება საყვარელ საქმეს მიუძღვნა და არაერთი თაობა გაზარდა.

პანტომიმის თეატრთან დაკავშირებით, თეატრის დირექტორი ამირან შალიკაშვილი JUNIOR საუბრობს:

“ეს ყველაფერი დაიწყო 1962 წლიდან!

შალიკაშვილმა შემოიტანა საქართველოში მსოფლიო ხელოვნება და თავისი სტილი დაამკვიდრა. დღეს, მე რასაც ვუყურებ, ქართული თეატრის დიდი ნაწილი პანტომიმით იკვებება. ისე, როგორც კინომატოგრაფია ძველ წლებში, დღეს ყველა ფესტივალის 90 პროცენტი ტარდება პანტომიმის ჟანრით! რეჟისორებმა დაიწყეს პანტომიმის სპექტაკლების დადგმა – გაიგეს, ეტყობა გემო. ქართული ცეკვები გადავიდა პანტომიმის მოძრაობებზე და პლასტიკაზე. გადახედეთ სხვადასხვა სატელევიზიო შოუებს და თქვენ ნახავთ, რომ შოუ იქმნება პანტომიმით. შეხედეთ ივენთებს, კორპორატიულ საღამოებს პანტომიმის გარეშე აღარ კეთდება!

ერთადერთი პოლიტიკაში არ შესულა პანტომიმა, მაგრამ მალე მანდაც შევალ!

არ შემიძლია არ შევეხო “დურუჯის” ფესტივალს! “ტერენტი გრანელი” – სპაქტაკლი, რომელმაც 900-მდე ანშლაგი მოხსნა და საუკუნის სპექტაკლი ეწოდა! ბოლო ათწლეულების მანძილზე საქართველოს ერთადერთი განძი გააჩნია ქართული თეატრის სამყაროში! რატომღაც არც ახსენებენ! შემდეგ ყოველ წელს მოჰყვა სამივე ტრილოგია და კიდევ რამოდენიმე შედევრი შალიკაშვილის. დარწმუნებული ვარ, ჟიურის არც უნახავს! წელს ვიფიქრე შალიკაშვილის სპექტაკლის ნაცვლად, ახალგაზრდა რეჟისორის ლუკა ჩხაიძის სპექტაკლს წარვადგენდი და შევიტანე განაცხადი სპექტაკლზე “ლუარსაბი”, სპექტაკლი რომელიც ქართული პანტომიმის გზას მიყვება და ნამდვილად იმსახურებს მაღალ შეფასებს… და, საერთოდ, სად იდგმება ქართული სპექტაკლები, მითუმეტეს, პანტომიმაში?!

აბა, ეს სპექტაკლები სხვა თეატრებში დაედგმულიყო, ხომ გადაყვებოდა მთელი თეატრალური საზოგადოება? საერთოდ, სად გვაქვს თეატრალური საზოგადოება?! ან და რა საჭიროა – მომეცით ეგ შენობა და გავხსნი შალიკაშვილის სახელობის პანტომიმის სახელმწიფო თეატრს! თუმცა, მშვენიერ ადგილას ვართ და არც არავინ იფიქროს, რომ დავთმობ რუსთაველის გამზირს!

ამ თეატრის ადგილი რუსთაველზეა, იმიტომ რომ ეპოქა შექმნა ამირან შალიკაშვილმა!!!

გამოდით და ხმამაღლა თქვით, რითი იკვებებით და ირჩენთ თავს! ნუ ფიქრობთ პანტომიმის თეატრის განადგურებას! მე მემკვიდრე ვარ! სახელი და გვარი მამაჩემის მაქვს!!!

shalikashvilebiiii1

არ დავთმობ და მომავალ თაობას აუცილებლად თვალებს ავუხელ, რათა გავაგებინო სიმართლე!

P.S. ისე, ცნობისათვის, შალიკაშვილი “ვეფხისტყაოსანს” დგამს და 3 წელიწადში 80 წლის იუბილე აქვს!”