22 აგვისტო, 2016

ნინი ბადურაშვილი: “გთხოვთ, ნუ მოკლავთ…”

nini6მომღერალი ნინი ბადურაშვილი მომღერლების წრეში საკმაოდ კოლეგიალურ ადამიანად ითვლება.

ის ბავშვობიდან სცენაზე დგას და წლებია თავის ერთგულ მსმენელს საყვარელი საქმიანობით სიამოვნებას ანიჭებს.

ნინი ბოლო პერიოდში ქართულ შოუ-ბიზნესში არსებულ ვითარებას აფასებს და ნიჭიერი ადამიანების ხელშეწყობას ითხოვს.

ნინი ბადურაშვილი:

“რამდენიმე დღის წინ შევხვდი ერთ ძალიან ნიჭიერ ბიჭს, რომელიც ერთ დროს ძალიან მოთხოვნადი, თავის საქმეში რეალიზებული და მოტივირებული იყო… ბევრი ვილაპარაკეთ ჩვენს საქმეზე, თუ რა ხდება ჩვენს სფეროში, ის რომ ხელოვანებს საერთოდ დაკარგული აქვთ იმედი, მონდომება და სურვილი იმისა, რომ რამე ახალი შექმნან, რადგან არსებული რეალობა არ აძლევთ ამის საშუალებას!

ძალიან ხშირად ვხვდები ჩემს კოლეგებს და გული მეწვება, რომ ერთ დროს სიცოცხლით სავსე ადამიანები, ნიჭიერები, თავის საქმის პროფესიონალები, დღეს სხედან სახლში იმედგაცრუებულნი და მხოლოდ იმის იმედად, თუ ოდესმე სახელმწიფოს გაახსენდება და ოდესმე პატარა ყურადღებას მაინც მიაქცევს ჩვენს სფეროს!

ძვირფასო ადამიანებო, ვისაც გეხებათ ეს, ძალიან გთხოვთ, ნუ მოკლავთ ნიჭიერ ადამიანებს სულიერად! შეუწყვეთ ხელი განვითარდნენ, გააკეთონ ახალი! ნუ ჩაგვიკლავთ იმედს და გახსოვდეთ, რომ ძალიან ნიჭიერი ადამიანები გვყავს და მათ გაფრთხილება სჭირდებათ!”