17 აგვისტო, 2016

“მორიგი მარაზმი!”

tika-jambur1მომღერალი თიკა ჯამბურია უკვე მიეჩვია, რომ პატარაობიდან ყურადღების ცენტრშია, თუმცა ბოლო დროს მის მიმართ ჟურნალისტების ინტერესი მომღერლისთვის დამღლელი აღმოჩნდა.

მიუხედავად იმისა, რომ თიკამ კატეგორიულად გააფრთხილა მას-მედიის წარმომადგენლები და აუკრძალა მასზე წერა, ჟურნალისტები თავისას მაინც არ იშლიან.

თიკა ჯამბურია:

“მორიგი მარაზმი!!!!! რამოდენიმე დღის წინ დავდე ლაზარე ადამიასთან ერთად გადაღებული ფოტო… რომელიც ჟურნალისტებმა აიღეს და მორიგ ჩემ რჩეულად დაასახელეს ისე, რომ ჩემთან ეს ინფორმაცია არავის არ გადაუმოწმებია…

მეგობრებო, ლაზარე გახლავთ მუსიკოსი და ბენდ ლაბორატორიას კლავიშისტი… მე კი ბენდ ლაბორატორიასთან ხშირად ვთანამშრომლობ და, ასე ვთქვათ, ერთად ვატარებთ საღამოებს, ისინი უკრავენ, მე ვმღერი… ასე რომ, ჩვენ უბრალოდ კოლეგები და მეგობრები ვართ….

ჟურნალისტებო, შეეეშვით ტყუილების წერას… შემეშვით მე… და თუ რამეს ანიუსებთ, გადაამოწმეთ ინფორმაცია! დავიღალე!!! მიშლით ხელს ჩემი პირადი ავაწყო!!!! მეასეჯერ გამათხოვეთ!!!!”