19 აგვისტო, 2016

მანანა აბრამიშვილი “რუსთავი 2”-მა გადააგდო

manana-abramishvili1რუსთაველის თეატრის მსახიობი მანანა აბრამიშვილი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა გადააგდო. მსახიობი წლებია არხთან თანამშრომლობს. ის პაატა გულიაშვილთან ერთად ანეკდოტების ეკრანიზებაში მონაწილეობს და “კომედი არხის” სხვადასხვა პროექტებშია დაკავებული.

მანანა აბრამიშვილი 6 თვეა კუთვნილი ჰონორარის აღებას ელოდება.

ინფორმაცია ამის შესახებ მსახიობმა თავად გაავრცელა:

“რუსთავი 2″, რა გაგიხდათ მოწვეული მსახიობების გროშები?! 6 თვე ველოდებით უკვე თქვენგან ფულის ჩარიცხვას!!!”